„ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ ანტიტერორისტული კოალიციის ყველა წევრზე“

‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერებმა საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს და ფრანგ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს.
“თავისუფალი დემოკრატების” სახელით, ირაკლი ალასანიამ და მაია ფანჯიკიძემ თბილისის საკრებულოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ ანტიტერორისტულ კოალიციის ყველა წევრზე, ასევე ეს არის თავდასხმა თავისუფალი ცხოვრების წესზე.
“ამიტომ ერთად უნდა ვიდგეთ. საქართველო არის ამ საერთაშორისო ოპერაციების ნაწილი ავღანეთში, ასევე სხვა ქვეყნებში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ავამაღლოთ ჩვენი ანტიტერორისტული ქმედებები. ეს უნდა გამოისახოს კონკრეტულ ფინანსურ მხარდაჭერებში კონტრტერორისტული ცენტრების მიმართ, ჩვენი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიმართ. ვფიქრობ, უსაფრთხოების საბჭო, რომელიც უნდა გაიმართოს პრემიერ-მინისტრთან, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ოპერატიული გეგმები უნდა იყოს შეთანხმებული, მაგრამ ეს ასევე უნდა იყოს წარდგენილი პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოზე”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები