თამაზ მეჭიაური პრეზიდენტზე: ის ჩვენი კლასის დამრიგებელი არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც პრეზიდენტმა მმართველ კოალიციას არადიპლომატიური განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია.
თამაზ მეჭიაურის მოსაზრებით, თავად პრეზიდენტი უნდა ინტერესდებოდეს დიპლომატების განცხადებებით.
„განმარტების მოთხოვნა არადიპლომატიურობას სულაც არ ნიშნავს. პირიქით მას უნდა მოეთხოვა ელჩებისგან განმარტებები რის საფუძველზე აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს, რომელიც ჩარევა იყო ქვეყნის საშინაო საქმეებში. თუ ვინმეს განცხადებებში ნიშნებს დაინახავს, რომ ვინმე ზომაზე მეტად ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში, ის პირველი უნდა იღებდეს განმარტებებს და თუ მისათითებელია, თვითონ უნდა უთითებდეს. ის ჩვენი კლასის დამრიგებელი არ არის, რომ ასე, ჩვენს განმარტებებს დიპლომატიური ან არადიპლომატიური უწოდოს”, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.