„გვარამიას არ უნდა ხელფასის და პოზიციის დატოვება, რომ წამოვიდეს, ვინ იქნება გვარამია? ერთ კვირაში დაავიწყდება ყველას“

„საქართველო კომიკური ქვეყანაა, ოდნავ ღიმილით თუ შევხედეთ, მერე ვეღარ ვსერიოზულდებით, როცა „იმედში“ შევარდნენ, იმის მერე მაინც ვამბობთ, რომ დემოკრატიულად ვვითარდებით და ახლა, “რუსთავი 2”-თან დააკავშირებით ვამბობთ, რომ დიქტატურა დაიწყო?„- ამის შესახებ განცხადება პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ 2030“-ში სტუმრობისას გააკეთა.
საყვარელიძის განმარტებით, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც 9 წლიანი რეჟიმი გაიარა, რაც დღეს ხდება, მტკივნეული და მიუღებელია.
„თუ ვამბობთ, რომ ამ საქმეში დირიჟორი ხელისუფლებაა, მაშინ დროებით მმართველებს დაჩქარებულად შეიყვანდა შენობაში და მართლა დაამყარებდა დიქტატურას, მაგრამ არ არის ხელისუფლება დირიჟორი და ეს აქაც ჩანს, თორემ იმუშავებდა სისტემა ერთობლივად. ცოტა ტვინი ვიღაცამ ხომ უნდა გაანძრიოს? ოპოზიციას არ უნდა და არ აწყობს ეს და იმიტომაც არ ხედავს. რაც შეეხება გვარამიას, მას არ უნდა არც იმ უდიდესი ხელფასის და არც იმ პოზიციის დატოვება, რომ გამოვიდეს, ვინ იქნება გვარამია? ერთ კვირაში დაავიწყდება ყველას“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები