რას გეგმავს ნიკა გვარამია და რა ალტერნატიულ შესაძლებლობებზე საუბრობს

მე არ გავდივარ კომპანიიდან მას მერე რაც ეს განჩინება იქნა გამოტანილი და არც გავალ ვიდრე გარდამტეხი ცვლილებები არ იქნება სამართლებრივი თვალსაზრისით, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა და გეგმებზე ისაუბრა.
“მე ვგეგმავ იმას, რა პასუხისმგებლობაც ავიღე, როდესაც მოვედი კომპანიაში იმ ადამიანების წინაშე,  ვინც ახლა ამ დარბაზშია წარმოდგენილი: ვგულისხმობ ჟურნალისტებს, ოპერატორებს ყველას… მე ვგეგმავ ბოლომდე დავიცვა კომპანია, რაც, ჩემი აზრით, ნიშნავს არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების და მედია პლურარიზმის დაცვას, არამედ ქართული დემოკრატიის და ევროატლანტიკური არჩევანის დაცვასაც, მე არ გავდივარ კომპანიიდან მას მერე, რაც ეს განჩინება იქნა გამოტანილი და არც გავალ ვიდრე გარდამტეხი ცვლილებები არ იქნება სამართლებრივი თვალსაზრსით. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი მიმართულებით გავშალეთ სამართლებრივი ფრონტი, “რუსთავი 2“-ს ეს შესაძლებლობა შეგვიზღუდეს, მაგრამ ალტერნატიული შესაძლებლობები აქვთ ჩვენს დამფუძნებლებს – ერთი მიმართულებაა საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის ერთადერთი ეფექტიანი და ფუნქციონალური დემოკრატიული ინსტიტუცია ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, რომ ამ ვითარებაშიც იქნება ეფექტიანი, სამართლიანი და სწრაფი შექმნილი მდგომარეობის ადეკვატურად, შექმნილი ვითარება ძალიან რთულია“, – განაცხადა ნიკა გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები