თეა წულუკიანი: მე რომ მოსამართლე ვყოფილიყავი უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველვყოფდი

მე რომ მოსამართლე ვყოფილიყავი, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველვყოფდი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პოლიტიკაში” სტუმრობისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებული ნორმა არ გამოუყენებია.
“მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე, რომ მიმეღო ასეთი გადაწყვეტილება, მას აუცილებლად გამოვიტანდი საჯაროობის პირობებში. მეორე მხარეს ეცოდინებოდა მაშინვე. რეესტრიდან არ უნდა გაეგო. ეს პროცედურული დარღვევა არ არის, მაგრამ, იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ საქმის მიმართ არსებობს, უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველვყოფდი, თუმცა მე არ ვარ მოსამართლე”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები