“მოსამართლე მართლაც დამოუკიდებელია და დამღლელია, რომ მთავრობა მუდმივად ეჭვმიტანილის სტატუსის მქონეა”

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ “რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განჩინება დამოუკიდებლად გამოიტანა.
როგორც წულუკიანმა თოქ-შოუ “პოლიტიკაში“ განაცხადა, მიუხედავად ამისა, მთავრობა მუდმივად ეჭვმიტანილის სტატუსის მქონეა, რადგან ვიღაცეებს, ჰგონიათ, რომ მოსამართლემ ვიღაცის კარნახით იმოქმედა.
“მოსამართლე მართლაც დამოუკიდებელია და დამღლელია, რომ მთავრობა მუდმივად ეჭვმიტანილის სტატუსის მქონეა, რაკი მოსამართლემ რაღაც ნოვატორული გაბედა, პრეცედენტები მოიყვანა, დაასაბუთა ის თუ რატომ აკეთებდა ამას, ვიღაცას ჰგონია, რომ ეს ვიღაცამ უკარნახა, ამ მოსამართლემ გამოიტანა აბსოლუტურად ახლებურად, ამერიკულ პრეცენდეტებზე დაყრდნობით. ვინ ურჩია მას ეს? – თვითონ გააკეთა, მართლმსაჯულებაში მიდის ამგვარი ინტელექტუალურ – მეცნიერული პროცესები, თუ რა ხდება, მე არ ვიცი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები