ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” თანამშრომლები გაიფიცნენ
ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” ბორტგამცილებლებმა ერთკვირიანი გაფიცვა გამოაცხადეს. პროტესტი ფრანკფურტისა და დიუსელდორფის აეროპორტებზე ვრცელდება.
წინასწარი მონაცემებით, გაფიცვის გამო 200-მდე რეისი გაუქმდება. “ევრონიუსის” ცნობით, “ლუფთჰანზას” თანამშრომლებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ავიაკომპანიის ხელმძღვანელობასთან ბორტგამცილებლების პენსიებისა და სოციალური შეღავათების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
ავიაკომპანია “ლუფთჰანზაში” 19 ათასი ბორტგამცილებელი მუშაობს.