ნინო გვენეტაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მოსამართლე თამაზ ურთმელიძესთან შეხვედრის თაობაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, , ნინო გვენეტაძემ მზადყოფნა გამოხატა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, თამაზ ურთმელიძეს შეხვდებოდა, მისი სურვილის შემთხვევაში.
“ამასთან დაკავშირებით, დღეს დილითვე შედგა კომუნიკაცია მოსამართლე თამაზ ურთმელიძესთან. ამ დრომდე მოსამართლისგან ინფორმაცია არ შემოსულა. ორშაბათს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩვეულ რეჟიმში ჩაატარებს სხდომას დღის წესრიგის მიხედვით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები