„ნიკა გვარამია თავს დამოუკიდებელ მედიახელმძღვანელად ყიდის“

„ნიკა გვარამია ჩარჩენილია ძველ დროში და მას მუდმივად ახსენდება ის დრო, როდესაც თავად და ადეიშვილი წერდნენ მოსამართლის, მათ შორის, მაგალითად, გიორგი ჩემიას, განაჩენს გირგვლიანის საქმეზე“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის“ გენპროკურორის მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ იუსტიციის მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ განათლების მინისტრი, რომელიც უკვე ბევრი დროა, თავს ყიდის დამოუკიდებელ მედიახელმძღვანელად, ჩარჩენილია ძველ დროში და მას მუდმივად ახსენდება ის დრო, როდესაც თავად და ადეიშვილი წერდნენ მოსამართლის, მათ შორის, მაგალითად, გიორგი ჩემიას, განაჩენს გირგვლიანის საქმეზე. ეს ხანა დასრულდა სამი წლის წინ. ურთმელიძე, ისევე, როგორც ყველა მოსამართლე საქართველოში, არის დამოუკიდებელი და ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრმა მათ რაიმე ტიპის მითითება მისცა. პირიქით, სამი წელია, ნაბიჯ-ნაბიჯ, სირთულეებით, რაც თავად მოსამართლეებისგანაც მხვდება, მე მათთვის ვაკეთებ კარგ კანონებს; კანონებს, რომლებიც მათ იცავს ჩემგან, იცავს ნებისმიერი მომავალი იუსტიციის მინისტრისგან“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები