თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას წარსული შეახსენა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას წარსული შეახსენა.

მისი თქმით, გვარამია ჩარჩენილია ძველ დროში და მას მუდმივად ახსენდება ის დრო, როდესაც თავად და ადეიშვილი წერდა მოსამართლის, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე განაჩენებს.
ამასთან, წულუკიანი განმარტავს, რომ ეს ხანა 3 წლის წინ დასრულდა და ურთმელიძე, როგორც ყველა მოსამართლე, არის დამოუკიდებელი.
“ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ გენპროკურორის მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ იუსტიციის მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ განათლების მინისტრი, რომელიც უკვე დიდი ხანია თავს ყიდის დამოუკიდებელ მედიახელმძღვანელად – ჩარჩენილია ძველ დროში და მას მუდმივად ახსენდება ის დრო, როდესაც თავად და ადეიშვილი წერდა მოსამართლის, მათ შორის, მაგალითად, გიორგი ჩემიას განაჩენებს გირგვლიანის საქმეზე.
ეს ხანა დასრულდა 3 წლის წინ. ურთმელიძე, როგორც ყველა მოსამართლე, არის დამოუკიდებელი, და ვერცერთი მოსამართლე ვერ იტყვის, რომ მათ იუსტიციის მინისტრმა რაიმე ტიპის მითითება მისცა”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები