პრემიერი გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრს იუბილეს ულოცავს

თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრს 170 წელი შეუსრულდა.
თეატრს იუბილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ულოცავს.
“გულით ვულოცავ იუბილეს თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრს!
170 წლის წინ ჩამოყალიბებულმა რუსულმა თეატრალურმა დასმა სწრაფად დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ქართულ კულტურაში. თბილისის თეატრალურ ცხოვრებაზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა ხანებში წერდნენ ცნობილი უცხოელი მოღვაწეები, მათ შორის ალექსანდრე დიუმა და ლევ ტოლსტოი. ამ თეატრის სცენაზე აღიზარდა ქართული და რუსული თეატრალური ხელოვნების მრავალი სახელოვანი მოღვაწე. ა.გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი მუდამ იყო და არის ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. იგი დღესაც წარმატებით აგრძელებს თავის სახელოვან ტრადიციებსა და შემოქმედებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რითაც ჩვენ ყველანი ვამაყობთ. ვუსურვებ გრიბოედოვის თეატრის შესანიშნავ კოლექტივს შემდგომ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“! – ნათქვამია მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები