ბიძინა ივანიშვილი: ვინ არიან ყარამანიშვილები, რომ არ ჩნდებიან, ეს საცოდავები

„ვინ არიან ყარამანიშვილები, რომ არ ჩნდებიან, ეს საცოდავები“, – განაცხადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხთან კომენტირებისას.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ამავე საკითხთან დაკავშირებით აინტერესებს, რა კავშირშია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ნიკა გვარამია.
„დღეს ვინ არის „რუსთავი 2“-ის მეპატრონე და რა კავშირი აქვს ამ ტელევიზიასთან ნიკა გვარამიას?
ქიბარ ხალვაში იქნება თუ დვალი, მათ ჰქონდათ ამ ტელევიზიასთან კავშირი, მაგრამ რა კავშირშია გვარამია? ვინ არიან ყარამანიშვილები, რომ არ ჩნდებიან, ეს საცოდავები. ვერც კი გამოდიან, რომ დაიცვან, იმიტომ, რომ ფორმალურად ჰყავთ შეყრილები“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები