გიორგი მარგველაშვილი უჩა ნანუაშვილს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახლხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც ფაქტობრივად ყოველდღე ვხედავთ ახალ, ამაზრზენ ვიდეოებს. ეს ის სტრესული გარემოა, რომელშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობის, სადიზმის ყველა ფორმას და, აგრეთვე, ამ ინფორმაციის ტირაჟირებას. მე მივმართავ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, ჩააბარონ ანგარიში საზოგადოებას, ამ კატასტროფულ ვიდეოებში ასახულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, სისტემური იყო – რამდენი ადამიანის მიმართ წარმოებს, ან წარმოებდა სამართლებრივი დევნა, რამდენი ადამიანია მიცემული პასუხისგებაში, იმისათვის, რომ ჩვენში გამყარდეს იმის განცდა, რომ სადისტები და მოძალადეები სამართლიანად დევნილები არიან და მათ საზოგადოება, ისევე, როგორც პოლიტიკური სისტემა, არასდროს შეუნდობს იმას, რაც კეთდებოდა და რაც ვნახეთ ამ კატასტროფულ კადრებში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ორ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს – ბოლომდე უნდა მივიდეს წამების კადრებთან დაკავშირებული გამოძიება, პროცენტულად მხოლოდ მცირე ნაწილი არის გამოძიებული და ერთეული საქმეები არის დასრულებული. და, მეორე საკითხი, სახალხო დამცველის განცხადებით, ყველა მეთოდის გამოყენებით, უნდა შეიზღუდოს იმ კადრების გავრცელება, რომელიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რადგან მას უკუ ეფექტი აქვს და შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტ რისკებს აჩენს საზოგადოებაში დაძაბულობის კერების შექმნისა და ძალადობის ესკალაციის კუთხით.

11140065_501708696664075_6520434951384822766_n

12109229_501708689997409_5506618331175999707_n

12193743_501708693330742_5641441344506562184_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები