ვაჟა ბერიძე „კასრების ვიდეოებზე“: დღემდე დაუსჯელნი არიან ისინი, ვინც ასეთი რამის არსებობა დასაშვები გახადა

პოლიტიკის ანალიტიკოსმა ვაჟა ბერიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ე.წ. კასრების ვიდეოკადრების შესახებ ისაუბრა. ექსპერტის შეფასებით, დანაშაული, რომელიც ფირებზეა ასახული, სისტემური იყო.
ბერიძე ეჭვობს, რომ ამ საქმეებზე, გარდა რამდენიმე ადამიანისა, დამნაშავეები დაკავებულები იყვნენ. პოლიტიკის ექსპერტი, უშუალოდ შემსრულებლების გარდა, აქცენტს იმ ადამიანთა დაკავებაზეც აკეთებს, ვისი ხელდასხმითაც ეს ყველაფერი ხდებოდა.
„ასეთი კადრებით პოლიტიკური მოწინააღმდეგის დაშანტაჟება გაგრძელდება მანამ, სანამ ქართული საზოგადოება ცალსახა შეფასებას არ მისცემს იმას, რაც 21-ე საუკუნის დასაწყისის საქართველოში მოხდა. არნახული და გაუგონარი რამ მოხდა. ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა, ეს ხელისუფლების მიერ ნებადართული და წაქეზებული იყო, ეს უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ. მე მიმაჩნია, რომ ეს დანაშაულები იმდენად მასობრივი იყო, რომ ჩემთვის არაა დამაჯერებელი, თითქოს ამ ადამიანების უმეტესობა დასჯილია. დაუსჯელნი არიან ისინი, ვინც ხელისუფლების ვერტიკალში, ან პოლიტიკურ სივრცეში ასეთი რამის არსებობა დასაშვები გახადა. თუ ჩვენ ამ ყველაფერს რეაგირების მიღმა დავტოვებთ, მაშინ ამ საზოგადოებას რეალური საფრთხე ემუქრება, რომ იგივე სხვა ფორმით, სხვა დროს, შესაძლოა, უფრო მასშტაბურად კვლავ განმეორდეს. მოწოდებები იმის შესახებ, რომ არ ვნახოთ და დავივიწყოთ, რეალურ აზრს არის მოკლებული. უნდა შევჯერდეთ საზოგადოება, თუ როგორ და რა გზით ავიცილებთ თავიდან ასეთი რამის განმეორებას“,- განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები