საკრებულოს დეპუტატები პოეტ დათა გულუას სახელობის აღმართის გახსნას დაესწრნენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ნარიყალაზე პოეტ დათა გულუას სახელობის აღმართის გახსნას დაესწრო.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ნარიყალას აღმართს დათა გულუას სახელი დაერქვა. საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკითხი ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და დადებითად შეაფასეს.
შეგახსენებთ, რომ დათა გულუა 18 წლის ასაკში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. ახალგაზრდა პოეტი ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.