თამაზ მეჭიაური “ვიკილიქსის” სტენოგრამაზე: სააკაშვილი ყველანაირად შეეცდება საქართველოში დესტაბილიზაცია შექმნას
უკრაინული “ვიკილიქსის” მიერ გავრცელებულ სტატიას სათაურით, “სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს“, “კვირასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატი თამაზ მეჭიაური აფასებს.
დეპუტატი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ზრახვები მართლაც ამოძრავებს და ის საკუთარი გეგმების განსახორციელებლად არაფერზე იტყვის უარს.
ამასთან, მეჭიაური მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საქართველოში დაძაბული ატმოსფერო შექმნას და სხვადასხვა თემებით სპეკულირებს.
“სააკაშვილი თავისი ზრახვების განხორციელებისთვის არაფერზე დაიხევს უკან. უკრაინაში მრავლად არიან საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც აქედან წაღებული დიდძალი ფინანსური რესურსი აქვთ. სააკაშვილს საქართველოშიც ჰყავს თანამზრახველები და ის ყველანაირად შეეცდება დესტაბილიზაცია შექმნას. “ნაციონალები“ ამის საფუძვლად სხვადასხვა თემებს იყენებენ. მაგალითად, გვახსოვს, როგორ დაიწყეს ლარის კურსით, ყურძნის რეალიზაციის თემით სპეკულირება“, – განუცხადა “კვირას“ მეჭიაურმა.
ამასთან, მეჭიაური მიიჩნევს, რომ უკრაინაში “გვიან მაგრამ, მაინც მიხვდნენ თუ რას წარმოადგენს სააკაშვილი რეალურად“.
სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს. ამ სათაურით სტატიას უკრაინული “ვიკილიქსი” აქვეყნებს. გვარამიას ჩვენ გმირად გავხდით, ხოლო ახალგაზრდა დედის მკვლელობა ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ჩამოვაგდოთ ეს ნაძირალები“. უკრაინული „ვიკილიქსის“ ინფორმაციით, ამ ტიპის დავალება მისცა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დროს. ამ შეხვედრაზე ბოკერია ეუბნება სააკაშვილს, რომ შესაძლოა, ამ ამბავს „მსხვერპლი მოჰყვეს, რაზეც სააკაშვილი პასუხობს, რომ ეს „უკეთესიც იქნება“, „რომ „დაბრიდონ“ ქალი, და, მით უმეტეს, ბავშვიანი ქალი, ეს ზუსტად ის არის, რაც საჭიროა. ეს ქალი კოლექტივიდან უნდა შევარჩიოთ. ეს იქნება პინგვინის ბანდის თავდასხმა და იქნება უკვე რეალური თავდასხმა მედიასაშუალებებზე. ეს ააფორიაქებს მსოფლიოს და კამერით უნდა იყოს გადაღებული. და შენი ნიღბიანი პირები ჩუმად უნდა გაქრნენ“, – ეუბნება სააკაშვილი ბოკერიას. გიგა ბოკერია ამბობს, რომ მთავარია, ამის შესახებ წინასწარ ვერავინ შეიტყოს. „თუ ვინმე გაიგებს, ყველაფერი დაინგრევა. მე ამ ბიჭებს პირდაპირ არ ვეკონტაქტები. მათთან გაგუშა მუშაობს. ოპერატორი იქნება „რუსთავი-2“-დან და ის ყველაფერს დააფიქსირებს და შემდეგ თურქეთში გადავლენ“, – ამბობს ბოკერია. ამაზე სააკაშვილი ბოკერიას პასუხობს, რომ მან გიორგი მარგველაშვილს სააკაშვილისგან მადლობა უნდა გადასცეს და სთხოვოს, რომ მან ელჩები მიიწვიოს, შეხვდეს მათ სიტყვის თავისუფლების საკითხზე და შესაბამისი განცხადებებიც გააკეთოს. „ამ ფონზე, „რუსთავზე“ თავდასხმა, მსხვერპლი, ყველაფერი სწორად იქნება გაკეთებული. მოდი, ჩამოვაგდოთ ეს ნაძირალები“, – ამბობს სააკაშვილი.