ნიკა გვარამია: ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც “რუსთავი-2” -ს მიაკუთვნებს ხალვაშს
ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც “რუსთავი 2″ -ს მიაკუთვნებს ქიბარ ხალვაშს, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2“ – ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ხალვაშს ხვალვე და ამას შემდეგ მოჰყვება დაუყოვნებელი აღსრულება. მითხრეს, რომ არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ და ვერ გავუშვი ამერიკაში, არ უნდა დამავიწყდეს, რომ აქვთ კონკრეტული ვიდეოები, რომელიც გამოქვეყნდება, სატელეფონო მოლაპარაკებები, რომელიც სააკაშვილთან მქონდა და ეს გამოქვეყნდება და მე გამანადგურებენ ქვეყნის და ხალხის თვალში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.