საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის ფოტოებს აქვეყნებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში, გთავაზობთ ჩქაროსნული გზატკეცილის აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობის მიმდინარეობის ფოტოქრონიკას.
აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.
პროექტის მიხედვით, 12–კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ვადა 2 წელია, საიდანაც 6 კილომეტრზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შემდეგ მოძრაობა ახალ, ოთხზოლიან ცემენტ-ბეტონის საფარიან გზაზე გადაირთვება. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლის მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია Black Sea Group და ქუვეითური კომპანია Copri Construction Enterprises W.L.L-ი აწარმოებენ.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია. აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.
gza
gza2
gza3

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები