რომელ უბანს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს, ფონიჭალის დასახლების, ჟორდანიას და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს. თემქის დასახლების IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩამოთვლილ უბნებს ელექტრომომარაგება სრულიად აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები