ვიდეორგოლების კონკურსისთვის: „თანამედროვე გმირები“ მზადება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ვიდეორგოლების კონკურსი: ,,თანამედროვე გმირები“ გამოაცხადა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეორგოლის მომზადების მიზნით, ქუთაისში სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს კონკურსში ჩართული მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორი ესტუმრა. სამხედრო სასწავლებელში ვიზიტის ფარგლებში, მან იმავე სკოლის ცხრაკლასდამთავრებული ამბაკო სოზიაშვილი მოინახულა და ვიდეორგოლისთვის მისგან ინტერვიუც აიღო. კადეტი ამბაკო სოზიაშვილი ლიცეუმში წელს ჩაირიცხა და სურს სწავლა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკედემიაში განაგრძოს.
ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობასაც შეხვდა. მომავალში სკოლის მოსწავლეები ლიცეუმს ესტუმრებიან და სამხედრო სასწავლებლის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები