თბილისის 5 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა
თბილისის 5 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, სველი წერტილები და სამზარეულოები. მოეწყო ეზო და სათამაშო მოედნები.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას განცხადებით, რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი სარემონტო სამუშაოების გამო, განსხვავებულ ვადებში დაიწყო.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბაღებში საკმაოდ მოძველებული ინფრასტრუქტურა იყო, გადაწყდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოების განხორციელება.
“ბაღების ინფრასტრუქტურულ პრობლემებს პრიორიტეტების მიხედვით, ეტაპობრივად ვაგვარებთ. წინა წლებთან შედარებით, წელს ბავშვები ბევრად უკეთეს გარემოში არიან”, – განაცხადა თემურ თორდინავამ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჟამად ქალაქის მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ 3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს და იქ სააღმზრდელო პროცესი 12 და 19 ოქტომბერს განახლდება.