რიმა ბერაძე და თემურ თორდინავა N34 ბაგა-ბაღის გახსნას დაესწრნენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა განახლებული N34 საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნას დაესწრნენ, სადაც პედაგოგიური კოლექტივისა და ბავშვების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში მაჟორიტარი დეპუტატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე სარემონტო სამუშაოები N34 ბაგა- ბაღის შენობას ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც შეიღება კედლები, დაიგო ახალი იატაკი, კეთილმოეწყო ეზო და დაიგო ასფალტის საფარი. რიმა ბერაძის ინიციატივითა და შუამდგომლობით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად რაიონში იგეგმება როგორც უკვე არსებული ბაღების შენობების რეაბილიტაცია, ასევე ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების მშენებლობაც.