თბილისში ე.წ. ყვითელი ავტობუსები შეიცვლება
მომავალი წლის გარკვეულ პერიოდში თბილისში გვეყოლება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბსისას აღნიშნა, თბილისში არსებული ავტოპარკის სრულად შეცვლა იგეგმება, თუმცა დროში გაწერილი სქემით.
დედაქალაქის ავტოპარკი სრულად, თუმცა დროში გაწერილი სქემის მიხედვით განახლდება.
“საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ვმუშაობთ “იბიარდისთან”. გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხარდაჭერაც და მომავალი წლის გარკვეულ პერიოდში თბილისში გვეყოლება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როგორი იქნება ქმედებები, ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, რადგან ამ საკითხთან მიმართებაში პროგრესი გვაქვს”,-აღნიშნა ლექვინაძემ.