დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენეგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც “კვირას“ კომპანია “თელასიდან” აცნობეს, კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: I და II ხეივნის და დიდი ხეივნის II, III ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ჭილაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, იმერეთის, გრუზინსკის, ჯავის და მოლოკოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის და ნინუას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, საექიმოს გასასვლელის, სამხედრო ქალაქის, ნავთლუღის, ბაბისხევის, ჟონეთის და მრევლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის II დასახლების IV და V ქუჩების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს და ქაიროს ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.