საქართველოში ბიოტექნოლოგიების მიმართულებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველო დღეს ბიოტექნოლოგიების მიმართულებით პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ამერიკის შეერთებული შტატების ტენესის უნივერსიტეტი.
ღონისძიებას დაესწრებიან: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მეცნიერები და მოწვეული ექსპერტები ამერიკის მეცნიერებათა ფონდიდან და ტენესის უნივერსიტეტიდან.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კონფერენციის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება საქართველოში თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიებზე, მოცემული ინოვაციების დანერგვა, საქართველოს პოტენციალის გაზიარება ბიოტექნოლოგიების მიმართულებით და საერთო კვლევებისა და პროექტების ინიცირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები