კახა კალაძე ცოლის ძმას თანამდებობის დატოვებას ურჩევს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს გიორგი არეშიძეს, რომელიც ამავდროულად მისი ცოლის ძმაა თანამდებობის დატოვებას ურჩევს. აღნიშნულ თემაზე კახა კალაძემ ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.
„გიორგის მე როგორც მეგობარს, როგორც ახლობელ ადამიანს მივცემდი რჩევას, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა. მის დანიშვნაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობა არ მიმიღია, მე ამის უფლება არ მქონდა. მე ამ რჩევას ვაძლევ როგორც მეგობარს და როგორც ახლო ადამიანს. რას იზამს, ასეთი ცუდი ნათესავი ჰყავს გიორგის“, – განაცხადა კახა კალაძემ „მაესტროს“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები