„კრწანისში“ წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ დაცვის ასეულის I ოცეულის წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელებს ფიცის მიღება და შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ფიცის მიღებამდე წვევამდელები ინტენსიურ მომზადებას გადიოდნენ. სამი კვრიის განმავლობაში მათ ტოპოგრაფია, საცეცხლე და სამწყობრო მომზადება, საყარაულო წესდება და სხვა დისციპლინები შეისწავლეს.
ღონისძიების დასასრულს პირადი შემადგენლობა ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მოძღვარმა, მამა ალექსანდრე სტეფნაძემ დალოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები