სამხედრო მოსამსახურეებისთვის ფილმის – „გაღმა ნაპირის“ ჩვენება მოეწყო

„ჯარის მეგობართა საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის პირადი შემადგენლობისთვის ფილმის – „გაღმა ნაპირის“ ჩვენება მოეწყო.
სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად კინოჩვენებას ფილმში მონაწილე მსახიობი თედო ბექაური და ნიკა ალაჯაჯიევი დაესწრნენ. ფილმის დაწყებამდე დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპული პირველი კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნას.
„ძალიან საწყენია ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალება, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ საქართველოს. ჩვენ ჩამოვედით ახალციხეში, რათა გვეჩვენებინა ფილმი, რომელშიც ასახულია აფხაზეთის ომში „დაკარგული“ ბიჭის ისტორია. დიდი მადლობა თავდაცვის სამინისტროს, რომ მომეცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო ამ ღონისძიებაში“,- აღნიშნა თედო ბექაურმა.
კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინტენსიურად ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები