ანაკლიაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს
ანაკლიაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილთან ახლოს აღმოჩენილია გიორგი სოსელიას კუთვნილი ავტომობილიც.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.