პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან “ერეკლე მეორის საზოგადოების” მიერ ორგანიზიებულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს. “ერეკლე მეორის საზოგადოების” აქციის გასაპროტესტებლად პრეზიდენტის რეზიდენციასთან “თავისუფალი ზონის” წევრებიც შეიკრიბნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა პოლიციამ სიტუაციის განმუხტვა მალევე შეძლო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
“ერეკლე მეორის საზოგადოების” წევრები მოითხოვდნენ, რომ საქართველომ გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი.