მინსკის აეროპორტში 22 წლის ქართველი “კანონიერი ქურდი“ დააკავეს

ბელორუსიის საზღვარზე, მინსკის აეროპორტში მესაზღვრეებმა 22 წლის ქართველი კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა, მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავეს.
გამოცემა “პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, წინა დღეს უბილავა და მასთან ერთად მყოფი მირანდა ფერაძე მინსკის აეროპორტში თურქეთიდან ჩასვლის შემდეგ შეამოწმეს. „კანონიერი ქურდის“ მეგობარ გოგონას უკანონო გზით მოპოვებული რამდენიმე ათასი არადეკლარირებული დოლარი და ევრო აღმოაჩნდა, რაც „ობშიაკისთვის“ იყო განკუთვნილი. გასაუბრების შემდეგ „რეზიკო ჯვარსკი“ და მისი მეგობარი გოგონა ბელორუსმა სამართალდამცველებმა გაუშვეს და მათ ქვეყნის ტერიტორია დატოვეს.
რევაზ უბილავა „კანონიერ ქურდად“ ერთი წლის წინ „აკურთხეს“ და ის „ქურდული სამყაროს“ ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი გახდა. მან ეს „წოდება“ მას შემდეგ მიიღო, რაც არა არმავირსკისთან მეგობრების გამო სისხლიანი დაპირისპირება მოუვიდა. არმავირში მოწყობილი გარჩევის გამო რეზიკო ე.წ. ქურდული სამყაროს ავტორიტეტებმა „უკანონოდ“ გამოცხადდეს. გასულ წელს ის მოსკოვში კიკო მზარელუამ და კიდევ რამდენიმე პირმა სასტიკად სცემეს.
„პრაიმ-კრაიმი“ წერს, რომ იმ შემთხვევაში, „რეზიკო ჯვარსკი“ ისევ „ზონაში“ რომ აღმოჩენილიყო, მისი ბედი, ალბათ გადაწყვეტილი იქნებოდა. უბილავას საბედნიეროდ, მისი და სამართალდამცველების ურთიერთობა ამჯერად ხანგრძლივი არ აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები