თელავში მამაკაცი საკუთარ სახლთან მოკლეს
თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე 36 წლის ბექა აბულაძე მოკლეს. მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ სახლთან ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ყოფილი პოლიციელია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.