შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – ვიდეო

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ვიქტორ რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, პეკინის ქუჩაზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ვიქტორ რ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის, არარეგისტრირებული პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები