ბაჩო ახალაია საკუთარ უფლებებს ადვოკატების გარეშე დაიცავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საკუთარ უფლებებს ადვოკატების გარეშე დაიცავს.
ინფორმაცია ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოსამართლემ ბრალდებულის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბაჩო ახლაიას მიზეზები პროცესზე არ განუმარტავს და აღნიშნა, რომ საქმეზე ის თავის ინტერესებს თავად დაიცავდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სხდომაზე მყოფი ადვოკატები არა ბაჩო ახალაიას, არამედ ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებული კიდევ სამი პირის უფლებებს დაიცავენ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას პატიმრობა 6 წლითა და 7 თვით მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები