ახალციხის რაიონის პროკურატურის ორგანიზებით პრობაციონერი დასაქმდა

ახალციხის რაიონის პროკურატურის ორგანიზებით კიდევ ერთი პრობაციონერი დასაქმდა.
უწყების ინფორმაციით, 25 წლის ბექა ფოცხვერაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გარე განათების სამსახურში დამხმარე სპეციალისტად დასაქმდა.
ბექა ფოცხვერაშვილი 2015 წლის 14 ივლისს უკანონო თევზჭერის ფაქტზე მიეცა პასუხისგებაში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით. მას პირობითი მსჯავრი ერთი წლის ვადით დაეკისრა.
დაბა ასპინძის მკვიდრს, რომელიც მეუღლესთან და მე-2 ჯგუფის ინვალიდ მამასთან ერთად ცხოვრობს, ხელფასი 250 ლარი ექნება.
ღონისძიება “საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს პრობაციონერთა რესოციალიზაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები