თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს თანადაფინანსებას სთავაზობს

“სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა ღირსეული დასაქმებისთვის” – პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი სტუდენტების განცხადებების მიღება დაიწყო.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლების თანადაფინანსება სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური განათლების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) საფეხურზე.
დაფინანსება გაიცემა იმ სტუდენტებზზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 70 000 ქულას.
დაფინანსების მოპოვებისთვის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ცნობა უნივერსიტეტიდან (სწავლის წლიური გადასახადის მითითებით); ანგარიშფაქტურა; პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ,,სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“. 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი დაუფინანსდა 1235 სტუდენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები