“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პროექტს კენჭს დღეს უყრიან

“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პროექტის კენჭისყრა გუშინ ვერ მოესწრო. სხდომა დღეს, 14:00 საათზე განახლდება.
წინასწარვე ცნობილია, რომ უმრავლესობა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებს და მის მხარდაჭერას არ აპირებს.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფით და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებით, ეროვნულ ბანკს არ ექნება ფინანსური სექტორის სრული და ყოვლისმომცველი ზედამხედველობის უფლებამოსილება, რითაც რისკის ქვეშ დგება ეროვნული ბანკისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება – ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობა.
როგორც მოტივირებულ შენიშვნებშია აღნიშნული, თუკი ეროვნულ ბანკს საფინანსო სექტორზე მაკროპრუდენციული ზედამხედველობის ინსტრუმენტები არ ექნება, გაუგებარია, როგორ უნდა შეუწყოს მან ხელი სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას.
გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის გამოყოფას გულისხმობს, ვეტო 31 ივლისს დაადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები