უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

გადადგეს გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მუდმივად პროვოცირებს მთავრობასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის ფარულ და ღია დაპირისპირებებს, – აღნიშნულის შესახებ უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე საუბრობს. გადადგეს გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მუდმივად პროვოცირებს მთავრობასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის ფარულ და ღია დაპირისპირებებს!!! იგი არ აურჩევია იმ გუნდს, ვინც მუდმივად ტაშს უკრავს მის პოზიციებს, მან უღალატა გუნდური მუშაობის პრინციპს. ხალხმა იგი პრეზიდენტად იმიტომ კი არ აირჩია რომ ხელისუფლება დაესუსტებინა და მუდმივად ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობის მოსაწონი ნაბიჯები გადაედგა?! გადადგეს გიორგი მარგველაშვილი და საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც”, – აცხადევს გრიგოლ გაგნიძე “ჯორჯიან დაიჯესტთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები