„ჰოლიდეი ინში“ ქვეითებისა და მძღოლების ქცევის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” ხვალ, 12:00 საათზე, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ევროკავშირის პროექტის “ქვეითების უსაფრთხოების ადვოკატირება” ფარგლებში, ქვეითებისა და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას გეგმავს.
კონფერენციის მიზანია, დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ქვეითები და მძღოლები ყოველდღიურად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს.
ამავე დროს, სასურველია დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები კანონდარღვევების აღმოსაფხვრელად და საგზაო უსაფრთხოების სიტუაციის გასაუმჯობესებლად. კონფერენციას დაესწრება ქალაქ თბილისის მერი – დავით ნარმანია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომდგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდების სამეფოს, ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოების წარმომდგენლები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები.
კვლევის შედეგებით, თბილისში ქვეითების ნახევარზე მეტი (52-53%) ქუჩას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით კვეთს. აღნიშნული ქცევა 3 ძირითადი მიზეზით არის განპირობებული: ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ცნობიერების დაბალი დონე; პრობლემები: ლიბერალური კანონი / კანონის აღსრულების დაბალი მაჩვენებელი; მძღოლების დიდი უმრავლესობა (76%) არ უთმობს ქვეითს გზას უშუქნიშნო ზებრა – გადასასვლელზე, რისი მიზეზიც, ძირითადად, ლიბერალური კანონი და ცნობიერების დაბალი დონეა.