მცხეთაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. მცხეთის რაიონის სოფელ ქსნის მიმდებარედ მოქალაქე რკინის კასრებისგან კუსტარულად დამზადებულ ოთხ ცალ დანადგარში ე.წ მეორად ტოლს ღია წესით წვავდა და მისგან გუდრონის გამოდნობა-გადამუშავებას ახდენდა.
შედგენილია შესაბამისი ოქმი.