მარიამ საჯაია საშემოდგომო სესიის გახსნას მცირეწლოვან ვაჟთან ერთად დაესწრო
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ საჯაია საშემოდგომო სესიის გახსნას მცირეწლოვან ვაჟთან ერთად დაესწრო.
პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლანარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 108 დეპუტატმა გაიარა. სხდომა 13:00 საათისთვის იყო დანიშნული, თუმცა დღესაც დაგვიანებით – 13:28 საათზე გაიხსნა.