სოზარ სუბარი რუსთავში დევნილ ოჯახებს ესტუმრა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი რუსთავში იმ დევნილ ოჯახებს ესტუმრა, რომელთათვისაც სამინისტრომ სახლები შეიძინა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა მოინახულა გურამ ბაბუციძის ოჯახი, რომელიც სოციალურად დაუცველია. მისი ძმა ილია ბაბუციძე 2008 წლის ომში ცხინვალში დაიღუპა, დაჯილდოვებულია “ვახტანგ გორგასლის” I ხარისხის ორდენით და მისი სახელი მინიჭებული აქვს ქ.თბილისში ერთ-ერთ ქუჩას.

აფხაზეთიდან დევნილ პაატა ზაქარაიას 5 სულიან ოჯახს სამინისტრომ, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ქ.რუსთავი, შარტავას გამზირზე ბინა 26 000 ლარად შეუსყიდა. ბინის ღირებულება 5 000 ლარით მეტი იყო. აღნიშნული თანხა კი კლინიკა „გორმედის“ ხელძღვანელმა გია სვანაძემ დაუფინანსა. წლების განმავლობაში პაატა ზაქარაია მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა.

ასევე ესტუმრა მერაბ ქალდანის რვა სულიან ოჯახს, რომელსაც 6 და მათ შორის 5 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. ქალდანების ოჯახს სამინისტრომ კრიტერიუმების შესაბამისად ორი ბინა, ერთი სამოთახიანი და ერთი ერთოთახიანი ბინა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები