ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტთან და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღის ბოლოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტთან და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრაზე დაისახა საჭირო ღონისძიებები და გამოითქვა ეროვნულ ბანკთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები