“თუ წინა ხელისუფლების დროს თვეობით ჰყავდათ დაკავებული ადამიანები, დღეს 2-3 დღეში ათავისუფლებენ”

თუ წინა ხელისუფლების დროს თვეობით ჰყავდათ დაკავებული ადამიანები, დღეს 2-3 დღეში ათავისუფლებენ, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ ბერშუეთიდან საოკუპაციო ძალების მიერ ორი მოქალაქის გატაცებას.

“ამ კუთხით ცვლილება მოხდა. როცა თვეობით ჰყავდათ დაკავებულები ადამიანები წინა ხელისუფლების დროს, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 2-3 დღეში ათავისუფლებენ მათ. ამ შემთხვევაშიც შს სამინისტრო მუშაობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე გაათავისუფლებენ მათ”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან შეიარაღებულმა პირებმა ორი ადგილობრივი, 75 წლის მურაზ ჯავახიშვილი და 41 წლის ივანე სეხნიაშვილი დააკავეს.

ორივე მათგანს სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დასდებენ ბრალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები