ზვიად ქაწაშვილმა მაშველს გამარჯვება მიულოცა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს მაშველს გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. 16 აგვისტოს, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს მეხანძრე-მაშველმა ამირან დოღონაძემ – ქ. ბათუმში ძალისმიერ სპორტში შავი ზღვის ქვეყნების ღია თასის გათამაშებაში გაიმარჯვა. სპორტსმენმა 110 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა. ამირან დოღონაძე არის ტიტულოვანი სპორტსმენი, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ნაკრების წევრი. იგი არის ძალისმიერ სამჭიდში ევროპისა და მსოფლიო შეჯიბრებების პრიზიორი, ასევე, ოთხგზის საქართველოს ჩემპიონი.