თბილისის მეტროში შრომის პირობების მონიტორინგი დაიწყო(ვიდეო)
შრომის მონიტორები, ჯანდაცვის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად თბილისის მეტროს თანამშრომელთა შრომის პირობებს გაეცნენ. შრომის პირობების მონიტორინგი რუსთაველის მეტროდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა მეტრო სადგურს მოიცავს.დავით სერგეენკო პირადად გაეცნო მეტროში დასაქმებულთა შრომის პირობებს. ჯანდაცვის მინისტრმა მეტროს თანამშრომლებს წარუდგინა შრომის მონიტორები, რომლებიც იზრუნებენ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნასა და შესაბამისი შრომის პირობების უზრუნვეყოფაზე.
შრომის მონიტორები დეტალურად შეისწავლიან მეტროში არსებულ სამუშაო პირობებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდეგ მონიტორები მეტროს სადგურებში განმეორებით ვიზიტებსაც განახორცილებენ.