“დელტა” კახეთში ჩატარებულ სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოებზე ინფორმაციას ავრცელებს

“დელტა” კახეთში ჩატარებულ სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“16 ივლისის სსსტც “დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 17:30 სთ-დან კახეთის რეგიონში სამხრეთ-სადავლეთ მიმართულებიდან დაფიქსირდა შემომავალი ღრუბლის ფრონტი. ღრუბელი თავდაპირველად გავრცელდა საგარეჯოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თელავის რაიონის სამხრეთ ნაწილში და გურჯაანში.
21:04 საათზე საგარეჯოს რაიონში კვლავ გავრცელდა ღრუბლის ფრონტი. ღრუბელი გადავიდა ყვარელის, სიღნაღის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებშიც.
21:14-დან 21:27 საათამდე საგარეჯოს რაიონში ღრუბლები რაკეტებით დამუშავდა.
22:40 საათზე სიღნაღის და 22:50 საათზე ლაგოდეხის რაიონებში ღრუბელი გაძლიერდა და სეტყვის ალბათობამ 80 % შეადგინა.
რაკეტებით ზემოქმედების შედეგად 23:00 საათისთვის დასაცავი ტერიტორიის თავზე შეინიშნებოდა მხოლოდ უმნიშვნელო მოღრუბლულობა.
01:15 საათისთვის საგარეჯოს და ახმეტის რაიონების ტერიტორიაზე კვლავ გავრცელდა სეტყვასაშიში ღრუბელი. აქტიური ზემოქმედების შემდეგ 04:00 საათისთვის დასაცავი ტერიტორიის თავზე შეინიშნებოდა უმნიშვნელო მოღრუბლულობა.
ზემოთ აღნიშნული დროის განმავლობაში კახეთის რეგიონში შემოიჭრა 1000 კმ2 ზე მეტი საერთო ფართობის მქონე ღრუბელი. სეტყვის ალბათობა 80 %-ს შეადგენდა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების სავარაუდო ზომა კი 15 დან 30 მმ-მდე მერყეობდა.
20:10-დან 02:06 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის და თელავის, გასროლილი იქნა 70 ერთეულზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.
რაკეტებით აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების უდიდესი ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის სახით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები