“იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებენ”

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებენ, – ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, საუბარია პირზე, რომლის დნმ-ს კვალიც სოსანაშვილის კვალთან ერთად, აღმოჩენილია იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიაზე, რომელითაც იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე, სოფელ ყარაფილაში ააფეთქეს. ლაშა ცქვიტარიას თქმით, პროკურატურამ აშშ -სა და საფრანგეთს გამოძიებაში დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. “მოწყობილობაზე აღმოჩენილი კვლების მაჟორული წილი სოსანაშვილს ეკუთვნის, მინორული კი – სხვა პირს, რომელსაც პროკურატურა ეძებს. ამასთან, ბრალდების მხარის ინფორმაციით, დადგენილია, რომ სოსანაშვილს სატელეფონო კავშირი ჰქონდა აფეთქების წინა პერიოდში სწორედ ამერიკასა და საფრანგეთში“,-აცხადებს პროკურორი.

მისვე თქმით, საქართველოს მასშტაბით კი ყველა პირი, ვისთანაც სოსანაშვილი აფეთქების დღემდე კონტაქტობდა, გამოკითხულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები