რადიო “აფხაზეთის ხმის” გამგეობა განცხადებას ავრცელებს

რადიო “აფხაზეთის ხმის” გამგეობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს, 19 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული ღირებულებების ნგრევის მიმართულებით – ანძიდან რადიო “აფხაზეთის ხმის” მაუწყებლობა შეწყვიტა. ბოლო რამდენიმე საათია, რადიო ვერ მაუწყებლობს, შექმნილ ვითარებაში ზარალდება კომპანია და პრობლემა ექმნებათ მასში დასაქმებულ ადამიანებს. ამის გამო ჩვენ – გამგეობის წევრები იძულებული გავხდით, საქართველოს ხელისუფლებისთვის განცხადებით მიგვემართა. ბოლო რამდენიმე წელია, რადიო “აფხაზეთის ხმა” ბაზარზე წარმატებით მაუწყებლობს.
კარგად მოგეხსენებათ, თუ რა პირობებში გვიწევს მაუწყებლებს მუშაობა არასტაბილური სარეკლამო ბაზრის გამო. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო ბოლო დროს შემცირებულია სარეკლამო შემოსავლები, შესაბამისად, ორგანიზაციასაც შეექმნა ფინანსური პრობლემები. ჩვენის მხრიდან ანძის მიმართ არსებული დავალიანება შესაძლებლობების ფარგლებში, კონკრეტული ვადაგადანაწილებით შევასრულეთ, დარჩენილია მთლიანი თანხის მხოლოდ 30%, რომელსაც გრაფიკის მიხედვით ვფარავთ. თუმცა დღეს დილით მომსწრენი გავხდით “სიურპრიზის” – მცირედი დავალიანების გამო ანძამ შეწყვიტა რადიო “აფხაზეთის ხმის” მაუწყებლობა. მომხდარი პირდაპირ დარტყმას აყენებს თავისუფალი აზრის და სიტყვის გამოხატვას! მივიჩნევთ, რომ ჩვენზე ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ აღადგინოთ მაუწყებლობა და მოგვცეთ ვადა ანძის მიმართ დავალიანების დასაფარად! იმედი გვაქვს, ყურად იღებთ ჩვენს პრობლემას და მიიღებთ შესაბამის ზომებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები