საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით პრიგრამების/ქვეპროგრამებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.

კომისიის წერვებს საკითხი თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა მაია გრძელიძემ წარმოუდგინა.

დეპუტატებმა ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ’’ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N 20-85 დადგენილების დანართი 1-ის და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ და სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად სარეზერვო ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კერძოდ, აღნიშნულის თანახმად, III კვარტლის გეგმა 200 000 ლარით იზრდება, შესაბამისად, მცირდება IV კვარტალი. ამასთან, ბენეფიციართა რაოდენობის მატებისა და 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების გაზრდის გამო IV კვარტალის გეგმის შემცირების ხარჯზე იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის III კვარტლის გეგმაც. წარმოდგენილი კვარტალური გადანაწილების დაბალანსება კი პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში არსებული რესურსების გადანაწილების შესაბამისად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები